11/01/2008 თბილისის მეტროპოლიტენი 42 წლისაა
11 იანვარს თბილისის მეტროპოლიტენს 42 წელი შეუსრულდა.თბილისის
მეტრომ პირველი მგზავრები 1966 წლის 11 იანვარს გადაიყვანა. პირველად მხოლოდ
ექვსი სადგური ფუნქციონირებდა - დიდუბე,
"ელექტროდეპო,
ოქტომბერი (შემდგომში ნაძალადევი), ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და
რუსთაველი. მომდევნო წლებში მას დაემატა კიდევ 5 სადგური და 1971 წელს დასრულდა
პირველი რიგის მშენებლობა 12,3 კილომეტრიანი ტრასით.1979 წლიდან პირველ ხაზს
დაემატა მეორე ხაზი 5 სადგურით,შემდგომი 2 მშენებარე სადგურით. 80-იან წლებში
დაემატა ღრმაღელე, "თემქა" (შემდგომში გურამიშვილი),
გურამიშვილი(შემგომში
სარაჯიშვილი), ვარკეთილი და მეორე დეპო "გლდანი",
რომელიც
შემდგომში გახდა ძირითად დეპოდ.ასევე 80იან წლებში დაიწყო მე3 ხაზის მშენებლობა
მ.რუსთაველიდან ვაზისუბნის მიმართულებით, რომელიც დღეს დაკონსერვებულია.
დღეს კი თბილისის მეტროს 22 სადგური აქვს და მგზავრებს
დილის 6 საათიდან ღამის 24 საათამდე ესახურება.დღეს შპს თბილისის მეტროს სულ 2750
თანამშრომელი ჰყავს.მეტროპოლიტენმა თავისი არსებობის მანძილზე 5 მილიარდზე მეტი
მგზავრი გადაიყვანა.
2005 წლიდან დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის რეაბილიტაციის პროცესი,
რომელიც 2010 წლისათვის უნდა დასრულდეს, ასევე 2010 წელს იგეგმება სადგურ
"უნივერსიტეტის" ექსპლუატაციაში გაშვება.