24/01/2008 ახალი ავტობუსის მაშრუტი მუხიანში

  დღეს მუხიანში ახალი N94 მაშრუტი დაინიშნა. იგი მუხიანის III მიკრო-რაიონიდან თემქის, ჩარგლის ქუჩის, მ. ,,ღრმაღელე” გურამიშვილის და წერეთლის გამზირების , სააკაძის მოედნის და ჭავჭავაძის გამზირის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს  და  ჯიქიას ქუჩას დაუკავშირდება.ახალ მარშრუტზე 12 საშუალო ზომის "Áîãäàí-Isuzu"–ს მარკის ავტობუსები იმოძრავებენ 15 წუთიანი ინტერვალით დილის
7.00 საათიდან საღამოს 23.00 საათამდე.ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ბესო ჟღენტის თქმით, თუ საჭიროება იქნება, ავტობუსების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
 უნდა აღინიშნოს რომ მუხიანის დასახლებაში აქამდე მხოლოდ ერთი N86 მაშრუტი იყო, რომელიც მხოლოდ ერთ ნაწილს მოემსახურებოდა.განსხვავებით მუხიანისგან ამ მაშრუტის წყალობით თემქის დასახლებას უკვე მე–6 მაშრუტი შეემატა და  იგი შეიძლება ჩაითვალოს ერთ–ერთ საუკეთესოდ ტრანსპორტით უზრონველყოფილ გარეუბნად, ყოველ შემთხვევაში ჯერ–ჯერობით


 

Hosted by uCoz