26/03/2008 БОГДАН А144 თბილისის მაშრუტებზე

მარტის შუა რიცხვებიდან თბილისის ქუჩებში გამოჩნდა БОГДАН А144 ტიპის ავტობუსები,რომლებიც ჯერჯერობით N94 მაშრუტზე მოძრაობენ.თუმცა თავდაპირველად ისინი ახალგახსნილ N95 მაშრუტზე მოძრაობდნენ, რომელიც მუხიანს თავისუფლების მოედანთან აკავშირებს: მაშრუტი გაივლის ჩარგლის ქუჩაზე, გურამიშვილის გამზირსა და დადიანის ქუჩების გავლით. ახალი ავტობუსები აღჭურვილია კონდიციონირების სისტემით, რაც ტენდერის აუცილებელი პირობა იყო.პირველ ეტაპზე ქალაქს დაემატა 50ახალი ავტობუსი, სულ კი ამ ეტაპზე 150 დიდი ტევადობის ავტობუსის დამატება გათვალისწინებული.
  ასევე .დღეიდან N100 ავტობუსი გადასასვლელი ხიდიდან წერეთლის გამზირის, შემდეგ სააკაძის მოედნისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დაუკავშირდება; ახალ მარშუტზე 9 ავტობუსი დანიშნა
 გარდა ამისა იგეგმება ავტობუსის მაშრუტების ცვლილება, ინფორმაციის სრული ნახვა შესაძლებელია თბილისის პორტალზე :
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=599&info_id=6336
და
http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596&info_id=6330

საბოლოოდ თბილისს  956 ავტობუსი ეყოლება,საიდანაც:
"დაფის"-ს მარკის ავტობუსები – 260 ერთეული;
"ბოგდანი"-ს A-092 მარკის ავტობუსები – 504 ერთეული;
 "ბოგდანი"-ს A-092 H მარკის ავტობუსები – 40 ერთეული;
                                         "ბოგდანი"-ს A-144 მარკის ავტობუსები – 150 ერთეული;
                                         "პაზი"-ს მარკის ავტობუსები – 2 ერთეული;
 

Hosted by uCoz